ბუკნარში აქციის მონაწილემ ბიბლია და ყურანი მიიტანა - მუსლიმი თემი მოლაპარაკების შედეგს ელოდება

გამოქვეყნდა:

ჩოხატაურში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბუკნარში მიმდინარე დაპირისპირების აღკვეთის მიზნით, მუსლიმ თემთან მოსალაპარაკებლად, აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი ჩავიდა. 

ჩოხატაურის ცენტრში შეკრებილმა მუსლიმმა მრევლმა პოლიციის უფროსს, რომელიც, პრაქტიკულად, შუამავალია ამ დაპირისპირების დროს, ნახევარსაათიანი ვადა მისცა კონკრეტული პასუხისთვის. ისინი რამდენიმე პირისგან ბოდიშის მოხდას და ბუკნარში მცხოვრები მუსლიმებისთვის ლოცვის უფლებას ითხოვენ.

ისინი არ ითხოვენ არც ახალი მეჩეთის აშენებას, არც მინარეთს და არც მიკროფონს. რაც ეკუთვნით, მაგას ითხოვენ. ამას გარდა, უნდა შეიქმნას კომისია, ოღონდ ადგილობრივებისგან არა - მაგათ არ ვენდობით. თუ ეს არ შესრულდება, ჩვენ თვითონ ავალთ იმ სოფელში, შემოგვიერთდებიან ჩვენი ძმები და ავალთ, დაველაპარაკებით, მაგრამ ეგ ფორმა არ მოგეწონებათ, - აცხადებს მუსლიმი თემის ერთერთი წარმომადგენელი სამხარეო პოლიციის უფროსთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ,13 იანვარს, ბუკნარში სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდა.

ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი