ოპოზიციაში ამბობენ, რომ ალეკო ელისაშვილის და "გირჩის" პარლამენტში შესვლა "ოცნების" პარლამენტს ვერ გააკეთილშობილებს და პოლიტიკურ სურათს ვერ შეცვლის.
"ბატონი ელისაშვილი თავისუფალია, როგორც უნდა მოიქცეს, მისი ორი კაცის შესვლა იმ ოთხ კაცთან ერთად, ინჯიასთან და რომლებიც გაურკვეველი პარტიის სახელით არიან შესულები, არ ცვლის მოცემულობას, რომც შევიდნენ, შევიდნენ ბატონო თუ ასე ძალიან უნდათ, იყვნენ პარლამენტში და ორი ოთხი და ხუთი კაცის შესვლა, როცა 55 არ შედის, ვერც ოპოზიციის შესვლა დაერქმევა ამას , ვერც მრავალპარტიულობა დაერქმევა ამას და ვერც "ოცნების" სახე გაკეთილშობილდება ამით პარლამენტში." – ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი სერგო ჩიხლაძე
ოპოზიციის აზრით, ელისაშვილის და ხვიჩიას "ოცნებასთან" მოლაპარაკებები უშედეგო იქნება და მათი პარლამენტში შესვლა ქვეყანას სარგებელს ვერ მოუტანს.
"ოპოზიციის და გირჩის შესვლა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, ვფიქრობ არანაირ ცვლილებების არ გამოიწვევს, ეჭვი მაქვს ელისაშვილის ან ხვიჩიას მომლაპარაკებელმა პოლიტიკამ რაიმე შედეგი გამოიღოს" – ამბობს "სახელმწიფო ხალხისათვის" თავმჯდომარე ნატო ჩხეიძე
"ვისმენდი, რომ ორი კაცი რომ შევიდეს პარლამენტში დაიქცა ქვეყანა, რომ შევიდეს რითი იქნება ქვეყანა დაზღვეული" – ამბობს "ლელოს" წევრი ფიქრია ჩიხრაძე
რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებად რჩება, მათი თქმით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, არ არის ის პირობა, რის სანაცვლოდაც ოპოზიცია პარლამენტში შესვლას დათანხმდება.
"ყოველგვარი ვაჭრობის თემა, მათ შორის ვაჭრობა დათქმებით, რაიმე კავშირში თვითმმართველობის არჩევნებთან ჩვენთვის არის მიუღებელი, ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, ახალი რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა. ელისაშვილს და გირჩს გადაწყვეტილი აქვთ კობახიძეს დაეთანხმონ და ამით შევიდნენ პარლამენტში." – ამბობს ენმ–ს წევრი ხატია დეკანოიძე
ევროპულ საქართველოშიც ამბობენ, რომ დღის წესრიგში დგას ან რიგგარეშე არჩევნების დანიშნვა ან პლებისციტი, ალეკო ელისაშვილი კი ოცნებას შეერწყა.
"ბატონი ელისაშვილი, შეერწყა ქართულ ოცნებას და არის ერთ სულ და ერთ ხორცს და მას ოცნება იყენებს სპიკერად" – ამბობს გიორგი კანდელაკი.
დღეს ალეკო ელისაშვილმა და "გირჩმა" შეხვედრა გამართეს. – იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ პლებისციტად გამოცხადდეს და სწრედ მისი შედეგებით გადაწყდეს ჩატარდება თუ არა ხელახალი არჩევნები ქვეყანაში.
ოცნება "გირჩს" და ელისაშვილს პარლამენტში ელოდება – დაველოდებით ელისაშვილის პარტიასაც და გირჩსაც პარლამენტში - ბექა დავითულიანი