
კახი კალაძე "ქართულ ოცნებაში" თანამდებობის გარეშე რჩება. კულუარული ინფორმაციით, პარტიაში გენერალური მდივნის პოსტი უქმდება.
სავარაუდოდ ამ გადაწყვეტილებით, კახა კალაძე უკმაყოფილო იქნება და არაა გამორიცხული, ამის შემდეგ მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღოს.
პოლიტსაბჭოს და პარტიის ახალ თავმჯდომარეს კი "ოცნება" 16 იანავარს დაამტკცებს. თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი, რომელიც ივანიშვილმა თავი მემკვიდრედ დატოვა.
პოლიტსაბჭოში კი არსებული ინფორმაციით, 21 ადამიანი შევა, მათ შორის იქნებიან ივანიშვილის ყველაზე სანდო ადამიანები - ლაშა ნაცვლიშვილი, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი, მაია ცქიტიშვილი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ფიგურები პოლიტსაბჭოში, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ივანიშვილი რეალურად არსად წასულა.
"თუ მედიაში გავრცელებული გვარები, ნამდვილად დამტკიცდება 16–ში, "ქართული ოცნების" ყრილობაზე, მაშინ მე სრულიად ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არსად ბიძინა ივანიშვილის გავლენები არ წასულა, ბიძინა ივანიშვილი რჩება.
რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდება, რომელიც ეკუთვნის კობახიძის კვოტას მაგრამ ვერაფერს ისინი ვერ გადაწყვეტენ, ვერანაირ ამინდს ვერ შექმნიან, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ზვიგენებთან შედარებით ისინი პატარა ლიფსიტებიც არ არიან პოლიტიკურად. ამას დაუმატეთ კიდევ, ძალოვანი ბლოკი, რომ თავიდან ბოლომდე რჩება ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ", – ამბობს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი ანი მიროტაძე
კრიზისის დროს, ვიღაც უნდა იყოს აუცილებლად დამნაშავე, ეს ალბათ პირველ რიგში გახარია იქნება. თუ კალაძე ვერ მიიღებს პრემიერმინისტრის თანამდებობას, რა თქმა უნდა, ის პირველი იქნება, ვინც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის შანსს გამორიცხავს. ის გავა და ის წავა და დაშლის" –ამბობს პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე
კალაძეს სტატუსი, ივანიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში, გასაგებია, როგორც აკმაყოფილებდა მაგრამ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, კალაძეს უფრო მაღალი სტატუსი ჰქონდა ვიდრე კობახიძეს და ახლა აღმოჩნდა ისე, რომ კობახიძის დაქვემდებარებაშია, ბუნებრივად ალბათ გარკვეული ცვლილებები აქ მოხდება" , – ამბობს ეკა ბესელია
"ქართულ ოცნებაში" კი ტრადიციულად ყველანაირ დაპირისპირებას უარყოფენ და წინასწარ არც პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე საუბრობენ.
ავტორი: დეა მამისეიშვილი