შეზღუდვები 1 თებერვლამდე უნდა გავახანგრძლივოთ - გიორგი გახარია

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კოვიდპანდემიის კუთხით სიტუაციის გაუმჯობესება შეინიშნება, მაგრამ "საქართველოში 1.500 ინფიცირებული დღეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია".

პრემიერის თქმით, დღეს მოქმედი შეღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება.

"ჩვენ მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და არსებულის შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვები, რომელიც 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, მთავრობამ სრულად გაახანგრძლივა 1 თებერვლამდე.

ამ შეზღუდვების მიხედვით, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანპორტის მუშაობა, დისტანციურ რეჟიმში ფუნქციონირებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები; ღამის 9-დან დილის 5-მდე კი ე.წ.კომენდანტის საათი მოქმედებს.  

აქვე გეტყვით, რომ ფაქტობრივი ლოქდაუნი ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი