პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არავის მისცემენ საშუალებას უკანონო ქმედებით პროვოცირება გაუწიონ მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას.
"მოგეხსენებათ, რომ რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის ის, როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში ჩვენ სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა გვესოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქსითვის, კონსტიტუციის უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის. ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიემე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა, ასევე არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, თუმცა ასევე, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებით რაიმე სახით პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას", თქვა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება, რომ იქ სადაც "მარტივი, ელემენტარული" მცდელობა იქნება იმის, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ამ პროვოცირება მოხდეს დაპირისპირების, სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად.
შეგახსენებთ, რომ ბუკნარში სოფლის მოსახლეობა ორ ნაწილად გაიყო, დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მოხდა. მუსლიმი მრევლის მოთხოვნაა, მიეცეთ ლოცვის უფლება, ქრისტიანი მრევლი კი ამბობს, რომ მათ ლოცვას არავინ უკრძალავს, თუმცა სოფელში მეჩეთის ან მინარეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან. მუსლიმები ამბობენ, რომ ლოცვის გაგრძელება სპეციალურად ნაქირავებ სახლში სურთ და სალოცავის მშენებლობას არ აპირებენ.