თუშეთის მიმართულებით მოქალაქეების გადაყვანის მიზნით შსს ფრენებს გააგრძელებს - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თუშეთში სადაც საავტომობილი გზა ამ სეზონზე ჩაკეტილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენები მოქალაქეების გადაყვანის მიზნით ფრენას გააგრძელებენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს ჩვენ უნდა მივცეთ ნევართვა გააგრძელოს თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენებით ფრენა. მოგეხსენებათ, რომ ამას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში, ჩვენი მოქალაქეები რომლებიც მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით თუშეთში მათთვის უნდა იყოს უზრუნველყფოილი გადაადგილების შესაბამისი შესაძლებლობა", - თქვა გიორგი გახარიამ.

 შეგახსენებთ, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები ნოემბერში განაახლა. რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, სოფელი ომალო 6 თვის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი