არ აწყობთ ვაქცინის მომთხოვნი ხალხის არსებობა - გიორგი ჩალაძე ხელისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ საქართველოში შემოვა კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც მოთხოვნის საფუძველზე, სტრატეგიული პარტნიორი ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოგზავნის.

ჩალაძის თქმით, ხელისუფლებას აშშ–ის pfizer–თან მოლაპარაკებები არ ჰქონია და ისინი, განგებ განაწყობენ საზოგადოებას ვაქცინის წინააღმდეგ, რომ არ მოუწიოთ ვაქცინის დიდ მოთხოვნაზე პასუხისგება.

"ბატონი პრემიერი და სხვა ბატონები და ქალბატონები რასაც საუბრობენ ნაკლებად სარწმუნოა, ჩვენ ვნახეთ შედეგები, გვეუბნებოდნენ რომ ჯერ შემოქონდათ pfizer, მერე შემოჰქონდათ moderna, მერე astrazeneca, გუშინ ფარდა აეხადა, მარტივ სიმართლეს.  pfizer–თან მოლაპარაკება არ აქვთ.

საქართველოში შემოვა პირველი ვაქცინა, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვაჩუქებს, ჩვენ მას უნდა ვთხოვოთ, რომ დაგვეხმაროს ჰუმანიტარულად, ეს ასეც მოხდა უკვე. საქართველოში შემოვა ვაქცინა, რომელიც სანდო იქნება და მათი ეს რიტორიკა არაფერია, თუ არა ხალხის დაბნევა და საწინააღმდეგო განწყობის შექმნა ვაქცინისადმი, მათ არ აწყობთ ვაქცინის მომთხოვნი ხალხის არსებობა, რადგან ვერ შეასრულებენ ამ დავალებას და გამოჩნდებიან, რომ კიდევ ერთხელ ჩაფლავდნენ.

ჩინური ვაქცინების შემოტანას შეეცდებიან, თუმცა საზოგადოებამ უნდა დასვას ძალიან მკაცრი კითხვები. astrazeneca რეალურია, თუმცა ბევრი სხვა კარგი ვაქცინა შემოვა. " – ამბობს გიორგი ჩალაძე გადაცემა "დღის სტუმარში"

გიორგი ჩალაძემ ხელისუფლება დაადანაშაულა იმაშიც, რომ ის სინამდვილეში ხელსიუფლებას Pfizer-ის ვაქცინა არ შეუკვეთავს და "მთავარ არხს" ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გადასცა.

შეგახსენებთ, ეს გიორგი ჩალაძის მხრიდან ხელისუფლების პირველი მხილება არ არის:

"ფაიზერს" საქართველოდან მოთხოვნა არ მიუღია, ეს ტყუილია - გიორგი ჩალაძის სკანდალური განცხადება

თბილისში, რამდენიმე მაღალჩინოსანს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს - ჩალაძე

COVID-19-ის პირველი დღიდან ხელისუფლებამ დაიწყო ტყუილით, გვავალებდნენ, დაგვემალა ტესტებზე დადებითი პასუხები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი