მთავრობის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ივანიშვილი სწორედ იმიტომ ცდილობს "ოცნების" პოლიტიკური საბჭოს საკუთარი ახლობლებით დაკომპლექტებას, რომ მას თავისი გუნდის იმედი არ აქვს.
"თუ პოლიტსაბჭოში შედიან ისეთი ოდიოზური და არაკვალიფიციური პერსონები, როგორებიც არიან ტიკარაძე და სხვები, ეს ნიშნავს,რომ ის საკუთარი უახლოესი გარემოცვით, როგორიც არის მისი პირადი სტომატოლოგი, ცდილობს გააძლიეროს პოლიტ. საბჭო, რადგან ის გუნდიც არ ეიმედება, რომელეიც დაგვიტოვა... ხუთჯერ გააჟღერა, რომ შესაძლებელია დაპირისპირება იყოს გუნდში", - ამბობს სერგო ჩიხლაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი.
ოპოზიციაში რამდენიმე თვეში ელოდება ივანიშვილის მიერ ნახსენები დაპირისპირების შედეგებს და ფიქრობენ, რომ ეს იმან გამოწივია, რომ "ოცნების გუნდი თავიდანვე იყო გაერთიანებული ბიძინა ივანიშვილის ფულის გარშემო".
აქვე გეტყვით, რომ ეკატერინე ტიკარაძე, ნიკოლოზ სამხარაძე, კახა კუჭავა, თეა წულუკიანი, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი - "მთავარის" ინფორმაციით, ეს არის იმ ახალი სახეების სავარაუდო სია, რომლებიც ყრილობაზე დასახელდებიან პოლიტსაბჭოს წევრებად.
ამ დროისთვის ექსპო ჯორჯიაში, სადაც ხვალ მმართველი პარტიის ყრილობა ტარდება, სამსაზდისი მიმდინარეობს. აქვე გეტყვით, რომ ხვალ, 16 იანვარს მმართველი პარტია მეექვსე ყრილობას ატარებს.