არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ის რაც ბუკნარში მოხდა მთავრობის დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგია. მათივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს რელიგიური უმცირესობების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება აქვს.
"სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონკრეტული პოლიტიკა, როგორ შეუწყოს ხელი თანაცხოვრებას სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის. როგორ მოხდეს დაძაბულობის შემცირება და უფრო პრევენციული უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა და არა რაქციული", - ამბობს "დემოკრატიის კვლელვის ინსტიტუტის" დირექტორი, უჩა ნანუაშვილი
"სახელმწიფოს ვალდებულებაა ეს ძალადობა, რომ აღკვეთოს კანონის ფარგლებში იმოქმედოს, მკაცრი პასუხი უნდა გასცეს და მოლაპარაკების საგანი არ უნდა იყოს და ვაჭრობის საგანი, რა დოზით ისარგებლებენ ეს ადამიანები საკუთარი უფლებებით, ადამიანის უფლებები მოლაპარაკების და ვაჭრობის საგანი არ შეიძლება გახდეს. მათ აქვთ სრული უფლება, რომ სრულად ისარგებლონ საკუთარი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებით, შეიკრიბონ და ილოცონ იმ ფორმით, როგორც მათ ეს უნდათ ", - თქვა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის გამგეობის წევრმა, მაკო ღავთაძემ
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, ბუკნარში სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. დღეს, 15 იანვარს კი, დაპირისპირება შერიგებით დასრულდა - შეთანხმება შედგა.