
არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები, ყველგან ვემსახურები ხალხს - ასე ეხმაურება კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" მის პარტიულ თანამდებობას, გენერალური მდივნის პოსტს აუქმებს.
ბოლო დღეების დუმილი კალაძემ პალიტრა ტვ-ის ეთერში დაარღვია და კატეგორიულად უარყო ყველანაირი დაპირისპირება გუნდში. მისი თქმით, ეს ინფორმაციები არის კონკრეტული ტელევიზიებისა და ოპოზიციის "მიზანმიმართული პროპაგანდა", რომელიც სიცრუის გავრცელებას ემსახურება - ყველამ თავის პარტიას მიხედოს -ამბობს კალაძე.
მე თანამდებობებს არასდროს გამოვკიდებივარ, არასდროს არ მქონია პრეტენზია კონკრეტულ თანამდებობაზე. მე სადაც ვარ, როგორც ვარ, ყოველთვის ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ყოველთვის ვემსახურები ჩემს ხალხს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, სად უნდა ვიყო: სპორტში, ბიზნესში თუ პოლიტიკაში. ყველგან ჩემი ერთადერთი მთავარი მიზანი და ამოცანა გახლავთ ემსახურო - ხალხს და შენს ქვეყანას, თანამდებობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის.
რა კლანებზე ვსაუბრობთ, ზოგადად ან რა დაპირისპირებაზე, ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა კონკრეტული ტელევიზიების, კონკრეტული ოპოზიცური პარტიების და ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან, რომ უნდა დახატონ რაღაც საშინელება, რომ თითქოს "ქართულ ოცნებაში", ვიღაცა ვიღაცას უპირისპირდება სადღაც. არავინ არ იცის ოღონდ სად და რატომ, ყველამ თავის პარტიას მიხედოს და თავის პოლიტიკურ მომავალზე იზრუნოს", - ამბობს კახა კალაძე
კულუარული ინფორმაციით, "ოცნებაში" გენერალური მდივნის პოსტი უქმდება. ბიძინა ივანიშვილის დატოვებულ მემკვიდრეს - ირაკლი კობახიძეს თავმჯდომარედ "ოცნება" ოფიციალურად ხვა, ყრილობაზე დაამტკიცებს.