მესამე ტალღის საფრთხეა და ჯერ ისევ ვაქცინაციაზე მსჯელობენ – ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

მაშინ როცა ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის საფრთხის ქვეშ დგას და სხვა ქვეყნებში ვაქცინაცია უკვე დაიწყო, საქართველოში ვაქცინის შემოსვლა ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია – ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს უპასუხისმგებლობაა და ქვეყანას საფრთხეში აგდებს.

"ბევრ ქვეყანას დაწყებული აქვს ვაქცინაცია და ჩვენ ჯერჯერობით ვმსჯელობთ რაღაც დეტალებზე, რაც მიუღებელია რადგან ქვეყანა დგას მესამე ტალღის საფრთხის წინაშე, ჩვენ ახლა ვარკვევთ, კოვაქს პლატფორმას რა მოთხოვნა აქვს, შევძლებთ ამის დაკმაყოფილებას თუ არ შევძლებთ, ეს დაგვიანებულია" , – ამბობს ექიმი ლევან ანთაძე 

ვატო სურგულაძე ამბობს, რომ გაზაფხულზე მთავრობამ კორონავირუსის ტესტების შემოტანა არასწორად დაგეგმა, რაც ვაქცინის შემთხვევაში აღარ უნდა განმეორდეს.

"ალბათ გახსოვთ ტესტებზე, ვყიდულობთო მოვილაპარაკებთო შემოგვაქვსო და მერე აღმოჩნდა, რომ ეს ის ტესტები არ ყოფილა რაც გვჭირდება, იგივე არ დაგვემართოს. ყველა ნაბიჯი უნდა ავწონოთ და სწორად გადავდგათ და თან სწრაფად. სამჯერ მეტი ადამიანი უნდა აიცრას...ვისთან გვაქვს, უშუალო მოლაპარაკებები, რაზეა საუბარი, როგორ პერიოდში მოგვაწოდებენ ამ ვაქცინას" , – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი