ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვაქს-პლატფორმიდან წერილი მიიღეს და Pfizer-ის ვაქცინა და სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი დასახელდა.
"ჩვენ ვართ გაერთიანებული კოვაქს-პლატფორმაში, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, პირველი ეტაპისთვის მივიღოთ Pfizer-ის ვაქცინა. კოვაქს-პლატფორმიდან ჩვენ მივიღეთ წერილი და უკვე ორშაბათს, 18 იანვარს უნდა მოხდეს საპასუხო წერილის გაგზავნა სამინისტროს მხრიდან, სადაც ჩვენ დეტალურად უნდა გავცეთ მათ პასუხი იმის შესახებ, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში, იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის შემოტანა და სავარაუდო თარიღად დასახელებული არის 2021 წლის პირველი კვარტალი", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა და ქვეყანამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის პროექტი მიიღო. ის 8 ძირითად მიმართულებას მოიცავს და განსახილველად ჯერ საკოორდინაციო საბჭოს გადაეცემა, შემდეგ კი მას მთავრობა დაამტკიცებს.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული.
ამრიან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის გეგმა 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ზეა გათვლილი და თუ ჩართულობა მაღალი იქნება შესაძლებელია ყველა წელსვე აიცრას.