საქართველომ სრულად და გამჭირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების გადაცდომები - ევროსაბჭო

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად და გამჭირვალედ გამოძიებისკენ მოუწოდებს. – ამის შესახებ, ასამბლეის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშში წერია.

"ძალიან სამწუხაროა, საქართველოში უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ პარლამენტში შესვლაზე გამოცხადებული ბოიკოტი. საქართველომ სრულად და გამჭირვალედ გამოიძიოს  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არსებული გადაცდომები.

ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაიკავონ თავიანთი გამარჯვებით მოპოვებული ადგილები პარლამენტში და არ გამოუთხარონ ძირი მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას " – ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის ანგარიშში

ანგარიშში წერია ისიც, რომ მიუხედავად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვისა საქართველოში პოლიტიკური მხარეები პოლარიზებული დარჩა.

გარდა ამისა, ევროსაბჭოს ანგარიშში საქართველო ნახსენებია რუსეთთან კონტექსტშიც. ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს დააკმაყოფილოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი