გენერალური მდივნის თანამდებობა არ უქმდება, კახის მოერიდა საკუთარ თავზე საუბარი - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

მამუკა მდინარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას კახი კალაძის თანმდებობის გაუქმების შესახებ. განცხადება მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა

ეს თანამდებობა, ბუნებრივია, არ უქმდება. კახის, როგორც ჩანს, მოერიდა საკუთარ თავზე საუბარი, ხომ არ იტყოდა, ეს სტატუსი პარტიაში როგორ უნდა გაუქმდესო. მივაწეროთ თავმდაბლობას - ამბობს მდინარაძე.

მისივე თქმით, ხვალინდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება, რადგან ის პოლიტიკიდან წავიდა:

„ბატონი ბიძინა ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მან უკვე გააკეთა საჯარო განცხადება მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ "- ამბობს მდინარაძე

მდინარაძემ "მოგონილი ამბავი" უწოდა "ოცნებაში" შიდადაპირისპირების შესაებ გავრცელებულ ინფორმაციებსაც.

კალაძე დღეს პირველად გამოეხმაურა მისი პოსტის, გენერალური მდივნის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და თქვა მხოლოდ ის, რომ მისთვის თანამდებობა არასდროს ყოფილა პრიორიტეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი