"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ისევ კახი კალაძე იქნება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მეექვსე ყრილობა ცოტა ხნის წინ დასრულა. პარტიამ თავმჯდომარედ წარდგენილი კანდიდატი, ირაკლი კობახიძე აირჩია, გენერალუდი მდივანი კი ისევ დედაქალაქის მერი, კახი კალაძე იქნება. შეგახსენებთ, რომ ყრილობამდე ვრცელდეობდა ინფორმაცია, თითქოს პარტიაში ეს პოსტი გაუქმდებოდა, რაც არ დადასტურდა.

ირაკი კობახიძის კანდიდატურა ყრილობაზე სოწრედ კახი კალაძემ წარადგინა, მან თქვა, რომ კობხიძე "დიდი ხნის თანამერბძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანია". თავის მხრივ კალაძე შეაქო კობაიძემაც:

"ძალიან დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის. ძალიან დიდი მადლობა გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ასეთი თბილი წარდგენისთვის. ნამდვილად საამაყოა, როცა ნამდვილი ჩემპიონი და ლიდერი ასეთი სიტყვებით წარგადგენს და გიჭერს მხარს", - თქვა მან.

კიდევ ერთი თანამდებობის პირი, რომელიც დღეს აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძეა, რომელიც პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იქნება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი