უნდა შევქმნათ სახალხო პარლამენტი - გუბაზ სანიკიძე

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთი წარმომადგენელი, ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე "მთავარ არხთან", გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, გუბაზ სანიკიძე ოპოზიციის ერთობას მიესალმება, თუმცა, მისივე თქმით, ამ ერთობას მთავარი გამოცდა წინ აქვს. ამასთან, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ სახალხო პარლამენტი უნდა შექმნას.

"პირველი, რაც ახლა ოპოზიციამ უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით, არის ის, რომ უნდა შევქმნათ სახალხო პარლამენტი, რომელიც პარალელური, მორალური უპირატესობებით ისარგებლებს დღევანდელ, ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პარლამენტზე. ოპოზიციაში არის რაღაც შიშები, რომ ეს უკანონო იქნება, რა არის უკანონო? საზოგადოებრივ საწყისებზე იქნება შექმნილი.. ამ შიშებიდან უნდა გამოვიდეთ როგორმე... ძალიან რთულია სიმამაცე და ძალიან ადვილია სიმხდალე, მოკლედ..." - თქვა გუბაზ სანიკიძემ "დღის სტუმარში".

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის დავალებული ჰქონდა, ყველაფერი გამოეკვლია და თაროზე შემოედო საქმეები ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირებზე.

"ერთადერთი სტრუქტურა საქართველოში, რომელიც შეუფერხებლად მუშაობდა, ეს იყო კონტროლის პალატა. ამ სტრუქტურას ჰქონდა დავალებული მიუჩქმალავად გამოეკვლია და თაროზე შემოედო საქმეები, რაც გააკეთა კიდეც. ივანიშვილს ჰგონია, რომ თაროებიდან ამ საქმეებს თვითონ ჩამოიღებს, მაგრამ ასე არ არის - სხვა ხელისუფლება რომ მოვა, ის ჩამოიღებს თაროდან, - თქვა გუბაზ სანიკიძემ. 

შეგახსენებთ, ოპოზიზიის ძირითადი ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბების გამო აპროტესტებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა, ამ დროისთვის პარლამენტში, "ქართულ ოცნებასთან" ერთად, "პატრიოტთა ალიანსს" გამოყოფილი ოთხი წევრი შევიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს "ერთპარტიულ პარლამენტად" მოიხსენიებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი