პოლიცია არალეგიტიმურ მმართველ პარტიასთან მონურ დაქვემდებარებაშია - ნოდარ რუხაძე

გამოქვეყნდა:

ექსპო ჯორჯიასთან დღეს განვითარებულ მოვლენეს სამოქალაქო აქტივისტები სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლას უწოდებენ და ამბობენ, რომ სამართალდამცავები სინამდვილეში მოქალქეების ინტერესებიდან არ გამომდინარეობენ.  

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი პოლიცია არ არსებობს, რომელიც ემსახურება მოქალაქეთა უსაფრთხოებას. ეს პოლიცია არის მონურ დაქვემდებარებაში არალეგიტიმურ მართველ პარტიასთან. ისინი მზად არიან გააკეთოონ ყველაფერი, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს იმის გამო, რომ ისინი საკუთარი სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვს იბრძვიან. დღეს ვნახეთ სწორედ ეს პროცესი", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე. 

შეგახსენებთ, რომ  "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, სამოქალაქო აქტივისტები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ, მათ გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. საპროტესტო აქციაზე აქციაზე 9 პირი დააკავეს, შემდეგ კი ცხრავე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი