შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით "ექსპო ჯორჯიასთან" მიმდინარე აქციაზე 9 პირი დააკავეს. მათი განცხადებით, აქტივისტები 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ნიკა ნარსია, გიორგი მუმლაძე, ლაშა ხუსკივაძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ვანო მაღალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ექსპო ჯორჯიას" ტერიოტრიაზე, სადაც "ქართული ოცნების" პარტიული ყრილობა უკვე დაიწყო სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ, მათ გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი