კასპში სპეცოპერაციის დროს დაკავებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი მენაბდიშივლი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს. ის გამოკითხვის დროს შეუძლოდ გახდა. პოლიციაში სასწრაფო გამოიძახეს, ექიმები მას სამედიცინო დახმარებას ამ სუთებში უწევენ.
პოლიციაში შესულია დაკავებულის ადვოკატიც, ბრალდებულის უფლებებს სახაზინო იურისტი იცავს.
მენაბდიშვილს გამოძიება მძევლების აყვანას ედავება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თავდამსხმელი შსს-სგან მანქანას ითხოვდა, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთის მიმართულებით გადაადგილებას აპირებდა.