ახალი წელი და შობა სვანეთის სამი სოფლის მოსახლეობამ სრულ სიბნელეში გაატარა, დენის კომპანია ადგილობრივების დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდა. ბეჩოს, ლენჯერის და ლატალის მცხოვრებლები იძულებულები გახდნენ უშუქობის მიზეზი საკუთარი ძალებით გაერკვიათ.
მალევე გაირკვა, რომ უშუქობის მიზეზი არა ქსელის დაზიანება ან სხვა ტექნიკური შეფერხება, არამედ სვანეთის სოფლებში განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ბიტკოინის საწარმოები იყო, რომელთა ასამუშავებლად სვანეთის სამი სოფლის მოსახლეობას ცხოვრება უშუქობაში უწევდა.
მესტიის რაიონმა 2019 წლის დეკემბერში იმდენი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც იმავე პერიოდში ერთად აღებულმა 19 რაიონის მოსახლეობამ. დრამატული ზრდის მიზეზი კი, ბიტკოინების მწარმოებელი ფერმების მატება გახდა. სვანეთში ყვებიან, რომ ეს პირები ხელშეუხებლები ერთი მიზეზით არიან, მათ "ქართული ოცნების" დეპუტატები ვიქტორ ჯაფარიძე და სოზარ სუბარი მფარველობენ. ლახანი, ხაიში, მულახი და მესტია - ამ სოფლებში "შაბათის მთავარმა" დამალული და ჩუმად ამუშავებული ბიტკოინების საწარმოები აღმოაჩინა. ჭკადუების ოჯახი ხაიშში, ერთერთია, რომლებიც უკანონობას საკუთარ სახლში მალავენ.
თავად, მეპატრონეებს უკანონობაზე პასუხი არ აქვთ, თუმცა, ფაქტია რომ მაღალი სიმძლავრის ელექტროენერგიას დამოუკიდებლად, თვითნებურად ვერ გამოიყენებდნენ, ამიტომ ადგილობრიბრივები დარმწუნებულები არიან, რომ ბიტკოინების საწარმოების უკან "ქართული ოცნება" დგას.
სვანეთში დამალული და გავრცელებული უკანონობის შესახებ დიდი ხანია ცნობილია რაიონის პოლიციისთვის, ინფორმაციას სამმართალდამცავები საგულდაგულოდ მალავენ, თუმცა, მათ ყველაზე კარგად იციან, ვის სად და რა მასშტაბის მაინერებს მალავს. სამმართალდამცავები, რომელებიც წესით სვანეთში მასშტაბური უკანონობის წინააღმდეგ უნდა იბრძოდნენ, სოფლებში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს კვალდაკვალ დაჰყვებოდა.
ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ პოლიციელებმაც და ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომლებმაც კარგად იციან კონკრეტული სახელი და გვარები, რომლებიც სვანეთის უფასო დენით სარგებლობენ და მოსახლეობის უშუქობის ხარჯზე თავად ყოველდღიურად მდიდრდებიან, თუმცა, მათ თქმით ასეთ ოჯახებს მთავრობაში იმდენად გავლენიანი მფარველები ჰყავთ, რომ უკანონობაზე შესაბამისი უწყებები თვალს ხუჭავენ. ენერგოპრო ჯორჯიას ადგილობრივ კომპანიაში კი ამტკიცებენ რომ არ აქვთ უფლება კერძო საკუთრებაში უკანონო საწარმოების ძიება დაიწყონ.
"ქართული ოცნების" ლიდერები, რომელებსაც "მთავარი არხის" ინფორმაციით, სვანეთში თავადაც აქვთ ბიტკოინების უკანონო საწარმოები და ადგილობრიბესაც მფარველობედნენ, ჩვენმა კითხვებმა მდგომარეობიდან გამოიყვანა.
"ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ყველა ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ პირველი თვითონ ეწინააღმდეგებოდა ბიტკოინების მოპოვებას.
სვანეთში დარმწუნებულები არიან, რომ არა მმართველი პარტიის დეპუტატები, მათ უშუქობას აუცილებალდ ეშველეობდა, ახლა კი, სანამ "ოცნების" დეპუტატები და მათ მფარველობაში მყოფი ოჯახები ბიტკოინებით ყოველდღიურად მდიდრდებიან, დანარჩენი მოსახლეობას ცხოვრებას სანთლის და ნავთის შუქზე აგრძელებს.