კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებული, დაკავებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი მენაბდიშვილის სახაზინო ადვოკატის თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და არ აღიარებს ბრალს.
მენაბდიშვილი შიდა ქართლი სამხარეო პოლიციაში, გამოკითხავზე იმყოფება, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და მას სამწრაფო-სამედიცინო ჯგუფმა ადგილზე სამდიცინო დახმარება გაუწია. ახლა მისი ჯანმრთელობის მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 იანვარს, გიორგი მენაბდიშვილი კასპში სპეცოპერაციის დროს დააკავეს და მას გამოძიება მძევლების აყვანას ედავება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თავდამსხმელი შსს-სგან მანქანას ითხოვდა, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთის მიმართულებით გადაადგილებას აპირებდა.