კასპში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულმა გიორგი მენაბდიშვილმა შიმშილობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

"მთავარი ინფორმაციით" კასპის თავდასხმაში ბრალდებულმა გიორგი მენაბდიშვილმა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. ბრალდებული უარს ამბობს ადვოკატთან შეხვედრაზეც.

გიორგი მენაბდიშვილის ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა დანაშაული მხოლოდ საკუთარი ოჯახის დასაცავად ჩაიდინა, რადგან ის სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. 

"ამ ბავშვმა ეს საქმე იმიტომ ჩაიდინა, რომ პოლიციის ყურადღება მიექცია. ის არც ფულს ითხოვდა, არაფერს, ის ითხოვდა, რომ სიცოცხლე გადაერჩინათ მისი ოჯახის. ფიქრობდა, რომ იქნებ მე რომ წავალ ცოლ-შვილს თავი დაანებონო. ძალიან შეშინებული იყო", - ამბობს გიორგი მენაბდიშვილის ოჯახის წევრი. 

გიორგი მენაბდიშვილს ბრალს, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში წაუყენებენ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 იანვარს, გიორგი მენაბდიშვილი კასპში სპეცოპერაციის დროს დააკავეს და მას  გამოძიება მძევლების აყვანას ედავება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თავდამსხმელი შსს-სგან მანქანას ითხოვდა, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთის მიმართულებით გადაადგილებას აპირებდა. 

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი