ყოფილ პოლიციელს, რომელიც კასპში მძევლების აყვანის საქმეზეა დაკავებული, ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
გიორგი მენაბდიშვილი დანაშაულს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად ისევ შიმშილობას განაგრძობს. მძიმეა დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, თუმცა მედიკამენტების მიღებაზე ამ დრომდე უარს ამბობს.
შეგახსენებთ, 16 იანვარს, გიორგი მენაბდიშვილი კასპში სპეცოპერაციის დროს დააკავეს; მას გამოძიება მძევლების აყვანას ედავება. თუმცა რატომ იყო პოლიცია უმოქმედო, როცა ყოფილი სამართალდამცველი მასზე განხორციელებული მუქარისა და იძულების შესახებ გამოძიების დაწყებას ითხოვდა, ამაზე პასუხი ოჯახმა ამ დრომდე ვერ მიიღო.