ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანა pfizer–ის ვაქცინას, თებერვლის ბოლომდე მიიღებს. ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, სანამ ისიც არ არის ცნობილი როდის და რომელ ვაქცინას მივიღებთ, თარიღებზე საუბარი ნაადრევია.
"ჯერ არ ვიცით როდის მივიღებთ ვაქცინას და არ ვიცით რომელ ვაქცინას მივიღებთ, ამიტომაც თარიღებზე საუბარი ცოტა ნაადრევია" – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე
ექიმების თქმით, ვაქცინის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება ამ დროისთვის უკვე დაგვიანებულია.
"არ მჯერა იმის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დროული რეაგირება ექნება, ახლა კი არ უნდა დაეწყოთ მოლაპარაკებები და გაეგზავნათ კოვაქს პლატფორმაზე მოთხოვნა... არ ვიცით რა გზით აპირებს, რა ვაქცინის შემოტანას ან როგორ აპირებს, ეს უცნობია, დღეს რომ ეს არ ვიცით მეტყველებს იმაზე რომ ვაგვიანებთ" – ამბობს ექიმი ლევან ანთაძე
ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ვაქცინაციის პროცესისთვის, მხოლოდ ვაქცინის შემოტანა არ კმარა და საჭიროა ტექნიკური გამართულობა.
"უკვე შემოსულიც რომ იყოს ვაქცინა მილიონობით დოზა, ის ვერ დაიწყება თუ არ არის გამართული ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, არ არის ვაქცინაციის გეგმა, არ არის გადამზადებული ხალხი და ვაქცინაციის ასობით პუნქტი მოწყობილი" – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე
ფასადური მოლაპარაკებები და მზაობა - ექსპერტების შეფასებები დაგვიანებულ ვაქცინაციაზე.
საშიშია თუ არა ვაქცინაცია - სკეპტიციზმი და გაურკვევლობა მოსახლეობაში