"დემონსტრაციულად დახია დადგენილება და გადააგდო" - მენაბდიშვილს ბრალი წარედგინა

გამოქვეყნდა:

კასპის თავდასხმისთვის ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილს, რომელიც ამ დრომდე შიმშილობს და უარს ამბობს ადვოკატთან შეხვედრაზე, ბრალი წარედგინა. 

უფლებადამცველის ინფორმაციით, მენაბდიშვილი ბრალის წარდგენის პროცესს არ დასწრებია, შესაბამისი დოკუმენტი კი დემონსტრაციულად დახია. 

აქვე გეტყვით, რომ მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანა, რაც 9-დან 14 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. 

"ბრალდების წარდგენა ახლა დასრულდა. გამომძიებლის მიერ გადაეცა დადგენილება ბრალდების შესახებ და მან დემონსტრაციულად დახია დადგენილება და გადააგდო", - ამბობს ადვოკატი, ქეთევან გაგლოევა.

თავის მხრივ, მენაბდიშვილის ოჯახის წევრები უკვე შეხვდნენ სახალხო დამცველის მოადგილეს. ფიქრობენ, რომ ის კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობის მსხვერპლია.

"დამპირდნენ, რომ ძალიან მალე შეხვდებიან პატიმარს. ავუხსენი მისი ფსიქიკური მდგომარეობა. ჩატარდეს სასწრაფოდ სამედიცინო ექსპერტიზა. მდგომარეობა ძალიან რთულია", - ამბობს დედა, თამარ ამირეზადაშვილი.

ცნობისთვის,16 იანვარს, გიორგი მენაბდიშვილი კასპში სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თავდამსხმელი შსს-სგან მანქანას ითხოვდა, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთის მიმართულებით გადაადგილებას აპირებდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი