გეგმები წყალში ჩაეყარა - შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის წასვლას კაპიტოლიუმის მოვლენებს უკავშირებს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის შესაძლო გარიგებებზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილიც, საუბრობს და ამბობს, რომ ქართველი ოლიგარქის პოლიტიკიდან წასვლა კაპიტოლიუმის ძალადობის შედეგიც შესაძლებელია იყოს. 

"ბუნებრივია ივანიშვილი ელოდა ტრამპის მეორე ვადით არჩევას რის შემდეგაც ის აპირებდა ჩვენი ქვეყნის გაპარსვა, გადახვნა, გადაფარცხვას წაღმა უკუღმა. ეს გეგმები მას წყალში ჩაეყარა", - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

მთავრობაში კი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს შორის კავშირი არ არსებობს. 

"ის, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა კაპიტოლიუზე შეტევის თემას თავად სისულელეა და კარგად იციან მათ, ვინც ამ დეზინფორმაციას ავრცელებს. აქ მიზანია სხვა რამეა, რომ ახალი დემოკრატიული ხელისუფლება დაუპირისპირდება "ქართულ ოცნებს", - ამბობს გია ვოლსკი, "ოცნების" დეპუტატი. 

შეგახსენებთ, რომ NBC News-ის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს, აფინანსებდნენ თუ არა უცხოური მთავრობები, ორგანიზაციები და ინდივიდები ექსტრემისტებს, რომლებმაც დაგეგმეს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შეტევა

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეებმა კაპიტოლიუმზე შტურმი მიიტანეს. არეულობას 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს კაპიტოლიუმის მიმართულებით მსვლელობისაკენ და 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების დაცვისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი