პანკისში მოკლული 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილი დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.
მოკლული ქავთარაშვილის ოჯახში, სამძიმარზე, მკვლელის, მარგოშვილის გვარის წარმომადგენელი მივიდა, მხარეებმა შესაძლოა შერიგებაზე იმსჯელონ. მოკლულის დედა მარგოშვილის გვარის წევრისგან სამძიმრის მიღებას დათახნმდა.
მარგოშვილების გვარში ამბობენ, რომ მამაკაცმა სავარაუდოდ დანაშაული არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა და ის აფექტურ მდგომარეობაში იყო.
ვიღაცისთვის დაურეკია მოვკალიო და წასულა, ვეძებთ, ვერ ვპოულობთ – ამბობენ მარგოშვილის მოგვარეები.
ნათესავების თქმითვე, მარგოშვილი წარსულში ნათესავი ქალის მკვლელობაში იყო ბრალდებული, თუმცა პასუხი არ უგია.
შერიგება ან სისხლის აღება – დღეს პანკისში იბრაჰიმ ქავთარაშვილს კრძალავენ.
შეგახსენებთ, მკვლელობა პანკისში 17 იანვარს მოხდა – ოჯახის წევრების თქმით, გაურგაშვილების გვარის წარმომადგენელმა ქავთარაშვილი სოფელ დუისში ე.წ. ხეხილის ტერიტორიაზე დაიბარა, სადაც ცივი იარაღით 16-მდე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ავტორი: ია გულიაშვილი