რას ქვია გაუქმდეს? – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე NGO–ების მოთხოვნაზე

გამოქვეყნდა:

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში არ იზიარებენ სამოქალაქო სექტორის კრიტიკას, რომელიც მათ რელიგიური ორგანიზაციების კონტროლსა და მუსლიმი თემის დევნაში ადანაშაულებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში აბსურდულს უწოდებენ მესამე სექტორის მოთხოვნას, რომ სააგენტო გაუქმდეს, რადგან სააგენტო სახელმწიფოს მოთხოვნებს წარმატებით ასრულებს.

"სისულელეა, გეუბნებით მოკლე პასუხს, აი ეს არის. ამაზე არანაირი პასუხი არ არსებობს. რას ქვია გაუქმდეს. ვიღაცას მოუნდა გაუქმდეს ასე არ არის. სახელმწიფოს აქვს მკაფიო ხედვა, მიდგომა. არსებობს ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს გააჩნია თავისი ვალდებულებები ამ ვალდებულებებს სააგენტო აკეთებს წარმატებით. მსოფლიოში შეიქმნა რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსი, დღიდან შექმნისა საქართველო გახლავთ ამ ალიანსის დამფუძნებელი და ამ ორგანიზაციის წევრი, როგორ ფიქრობთ საქართველოში რომ რელიგიის თავისუფლება შეზღუდული იყოს და "ქვეყანა იქცეოდეს" ვინმე მიგვიღებდა ჩვენ იქ? მე იმასაც, მაბრალებენ, რომ თითქოს მე ვნიშნავ საქართველოში ეპისკოპოსებს, მუფთებს, შეიხებს. პასუხი არის მარტივი, დღეს ოჯახში შვილი არ დადის მამის ჭკუაზე და ცოლი არ დადის მეუღლის ჭკუაზე, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მე მუფთებს და ეპისკოპოსებს ვნიშნავ? ეს ხომ სისულელეა" , –ამბობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო – NGO–ები

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი