მძევლების საქმე - გიორგი მენაბდიშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

გორის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ პოლიციელის, გიორგი მენაბდიშვილის, პარიმრობა შეუფარდა.  მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

მენაბდიშვილის ადვოკატის, ქეთევან გაგლოევის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

"დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა გიორგი მენაბდიშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდება, რა თმა უნდა, ჩვენ მოვითხოვეთ მისი აღმკვეთის გარეშე დატოვება, რაც არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ჩვენ კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ. ბრალდებულმა ისაუბრა წინა დღეებში მის მიმართ განხორციელებულ უსამართლო ქმედებებზე და იმაზე, რომ მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ასევე მედია საშუალებებს დახარების მიზნით", - ამბობს ადვოკატი, ქეთევან გაგლოევა 

ცნობისთვის,16 იანვარს, გიორგი მენაბდიშვილი კასპში სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თავდამსხმელი შსს-სგან მანქანას ითხოვდა, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთის მიმართულებით გადაადგილებას აპირებდა.

თუმცა, საქმე გაცილებით მასშტაბურია. ინციდენსტს წინ უძღოდა კასპის რაიონში მენაბდიშვილის მისამართით კრიმინალური ავტორიტეტების მხრდან მუქარა და შანტაჟი, რის შემდეგაც ყოფილი ძალოვანი იძულებული გახდა ბიზნესი დაეთმო.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი