ყოფილი პოლიციელი, 28 წლის გიორგი მენაბდიშვილი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა სასამართლო პროცესზე მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე და მუქარაზე საუბრობს. მისი თქმით, მოკვლით დაემუქრნენ ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები და ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილი.
"არაერთხელ მივმართე პოლიციას, 112-ში დავრეკე, გენინსპექციაშიც. ავუხსენი, დანაშაული რაც იყო. ე.წ. ძველი ბიჭები და მაღალჩინოსნის შვილი რასაც მიკეთებდნენ. როგორ მემუქრებოდნენ თავის მოწყვეტითა და მოკვლით. ეს ხდებოდა რამდენიმე დღეს, მაგრამ ყურადღება არავინ არ მომაქცია", - თქვა გიორგი მენაბდიშვილმა პროცესზე.
გორის რაიონულმა სასამართლომ გიორგი მენაბდიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მენაბდიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნას შიმშილობას აგრძელებს.
ცნობისთვის,16 იანვარს, გიორგი მენაბდიშვილი კასპში სპეცოპერაციის დროს დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თავდამსხმელი შსს-სგან მანქანას ითხოვდა, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთის მიმართულებით გადაადგილებას აპირებდა.
თუმცა, საქმე გაცილებით მასშტაბურია. ინციდენსტს წინ უძღოდა კასპის რაიონში მენაბდიშვილის მისამართით კრიმინალური ავტორიტეტების მხრდან მუქარა და შანტაჟი, რის შემდეგაც ყოფილი ძალოვანი იძულებული გახდა ბიზნესი დაეთმო.