პირდაპირ გამარჯვების ფორმულაა ოპოზიციისთვის - ელისაშვილი საკუთარ ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის უმეტესობის ღიად გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ისევ ცდილობს მათ შორის ინდივიდუალური მოლაპარაკებებით, პოლიტიკოსები პარლამენტში შესვლაზე დაარწმუნოს. 

"ჩვენი და გირჩის აზრით, ეს არის იდეალური წინადადება ოპოზიციისთვის, პირდაპირ გამარჯვების ფორმულა, თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებისაც, საარჩევნო სისტემის ცვლილებისაც და რიგგარეშე არჩევნების კონკრეტული თარიღის დანიშვნის. ეს არის იდეალური და ჯერ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველას აზრია თუ არა და საერთო პოზიციიით შემდეგ დავიწყოთ ბრძოლა ქართულ ოცნებასთან ამ საკითხის გამოგლეჯვისთვის", - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ ამ საკითხზე მმართველ გუნდს უკან დაახევინონ. 

რაც შეეხება ოპოზიციას, ლიდერები ფიქრობენ, რომ საკითხებზე კონსენსუსი უნდა იყოს და "ქართული ოცნება'' ელისაშვილის გამოყებით ცდილობს მათი ერთობის დაშლას.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს ცალკე კონსულტაცია გამართეს "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა და "გირჩის" განაყოფმა. ელისაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში, მარტოც რომ იყოს პარლამენტში მაინც შევა, იაგო ხვიჩიას კი აქვს ინიციატივა, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები იმ შემთხვევაში ჩატარედეს, თუ ადგილობრივ არჩევნებშიოპოზიცია გაიმარჯვებს და ეს პლებისციტი იყოს. 

ელისაშვილი ამბობს, რომ "ოცნებასთან" მოლაპარაკებებს მხოლოდ ელჩების თანდასწრებით განიხილავს, იაგო ხვიჩია კი ადასტურებს, რომ ელაპარაკება ყველას, მათ შორის მმართველ გუნდსაც.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი