ვაქცინაციის ეროვნული გეგმა პრემიერმა დღეს სპეციალური კომისიის წევრებთან ერთად განიხილა, თუმცა როდის და როგორ აპირებს ხელისუფლება ვაქცინაციის დაწყებას საზოგადოებისთვის, კვლავ უცნობია.
"მუშაობდა ჩვენთან ერთად 80–ზე მეტი ექსპერტი, რამდენიმე კვირა დაჭირდა ყველა იმ დეტალის დაზუსტებას, რაც გეგმაშია ასახული, პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის კუთხით. მნიშვნელოვანია გეგმის შესრულება დავიწყოთ, როგორც კი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, ვფიქრობთ პირველივე კვარტალში ხელმისაწვდომი გახდება" , – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია
კომისიის წევრების თქმით, საქართველომ ისეთი ვაქცინა უნდა მიიღოს, რომლის შენახვა, ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებისგან განსხვავებით, უფრო იოლია.
"დგას ამოცანა, იმიტომ რომ გარემო ცვალებადია ვაქცინებთან მიმართებაში, ფაიზერის და მოდერნას დოზები ლიმიტირებული იქნება, ქვეყანამ უფრო უნდა მიიღოს ისეთი ვაქცინა, რომელსაც 2–8 გრადუსის ტემპერატურა ჭირდება შესანახად" – ამბობს საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტი გიორგი გოცაძე
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება ვაქცინაციის პროცესის გეგმასთან შესაბამისობას.
"ჩვენ ამ ეტაპზე გეგმასთან დაკავშირებით არ გვაქვს შენიშვნები, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, დავაკვირდებით ვაქცინაციის პროცესს, რამდენად წარიმართება გეგმასთან შესაბამისად და შევეცდებით საზოგადოებას მივაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შეეხება ვაქცინების უსაფრთხოებას" – ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
ამავე თემაზე უცხოეთში:
ვაქცინის არათანაბარი გადანაწილების გამო მსოფლიო მორალური ჩავარდნის ზღვარზეა – გებრესიუსი
მდიდარმა ქვეყნებმა მსოფლიო ვაქცინების 90% წინასწარ შეიძინეს – ჯანდაცვის ექსპერტები