ანესთეზიოლოგ ვახტანგ კალოიანის ვარაუდით, ვაქცინის ის რაოდენობა, რომელიც პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა, მედპერსონალის ასაცრელადაც არ იქნება საკმარისი.
"მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას კალოიანი ამბობს, რომ წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი სავარაუდოდ ვერ აიცრება
"ჩვენ მივიღებთ დაახლ.ოებით 10 000 ადამიანის ასაცრელ ვაქცინას, რომელიც გამოიყენება სამედიცინო პერსონალის ასაცრელად, სულ ამ მოთხოვნასაც ვერ დააკმაყოფილებს... როდის მივაღწევთ ჩვენ 60-70% აცრას სამწუხაროდ კეთილ სურვილად რჩება, რომ 2021 წლის განმავლობაში ეს გამოვიდეს თუმცა დღევანდელი მდგომარეობა კოვაქს პლატფორმაზე და ვაქცინების ბაზარზე ამის იმედს ნაკლებად ტოვებს. სავარაუდოდ ვერ უნდა მოვახერხოთ წელს სრული ვაქცინაცია ჩვენი მოქალაქეების, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი დარტყმა იქნება", - ამბობს კალოიანი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ზუსტი თარიღი, როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინა, რომელი ქვეყნის იქნება ის და როდიდან დაიწყება აცრები, უცნობია.
15 იანვარს კი ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის პროექტი მიიღო.
მისივე თქმით, რთული, მაგრამ შესაძლებელია, რომ წელს მოსახლეობის 60% აიცრას.
ამავე თემაზე: