ჩვენი ამოცანაა საგაზაფხულო, მშვიდობიანი აქციებისთვის მომზადება - გიგა ბოკერია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, "მთავარი არხის" გადაცემაში "ღამის მთავარი" ამბობს, რომ პარტიის გეგმა საგაზაფხულო აქციებისთვის მომზადებაა.

"ჩვენი, "ევროპული საქართველოს", ამოცანაა საგაზაფხულო, მშვიდობიანი აქციებისთვის მომზადება და აქტიური ინტერაქცია საზოგადოებაში, პირველ რიგში, ჩვენს მომხრეებთან. ასევე, კონკრეტული ხედვის მიტანა - როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჯერ ამ გაზაფხულზე მშვიდობიანი საპროტესტო ტალღის სახით და მერე როგორ გამოვიყვანოთ კრიზისიდან ქვეყანა. ჩვენ სხვა პარტნიორებთან ერთად ვაპრებთ, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა დავგეგმოთ, როგორც კი შესაძლებლობას მოგვცემს პანდემია", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, თითოეული დღე, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს ქვეყნის მართვას, დამატებითი ზიანისა და რისკის მომტანია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი