"ლელოს" ლიდერი ამბობს, რომ ის, რაც რუსთავი 2-ის ეთერში მოხდა დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილთან დაპირისპირებაზე "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ შეთანხმება სხვაგვარი იყო:
შეთანხმება იყო რომ უნდა ვყოფილიყავით მე და წამყვანები მარტო, ინტერვიუს ბოლოს შემოიყვანეს ელისაშვილი და ბატონი ხვიჩია და ინტერვიუ გადაზარდეს დებატებში" ამბობს მამუკა ხაზარაძე.
მისივე თქმით, სტუდიის დატოვების შემდეგ, იგივეს აპირებდა იაგო ხვიჩია, რომელის ელისაშვილის საქციელს გაემიჯნა:
სუფთა პროვოკაცია იყო დაგეგმილი იქ. გამოვიდნენ ეთერიდან...მინდა მადლობა ვუთხრა იაგო ხვიჩიას, რომელიც გამომყვა და თქვა რომ მიუღებელია მისთვის რაც იქ მოისმინა და თქვა რომ ტოვებდა სტუდიას, მე ვთხოვე პირადად და იქ ადამიანები ესწრებოდნენ, რომ ჩემ გამო ნუ დატოვებდა ეთერს და შებრუნებულიყო" ამბობს მამუკა ხაზარაძე.
პარტია "ლელოს" და "მოქალაქეების" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის, დებატები "რუსთავი 2"-ის ეთერში დაპირისპირებაში გადაიზარდა.