უამრავი სქრინით დასტურდება, რომ ბაჩალიაშვილს აშანტაჟებდნენ - ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

23 წლის პროგრამისტის ვირტუალური მეგობრის მიერ გასაჯაროებულ მიმოწერაში ვკითხულობთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თავის ერთ-ერთ ახლო მეგობარს არ ენდობოდა და მას მტერს უწოდებდა.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მას საქმეში არაერთი საკვანძო და ინფორმაციული ე.წ სქრინი აქვს , რითაც დასტურდება რომ პროგრამისტს აშანტაჟებდნენ. ადვოკატი დარწმუნებულია რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს. მიხეილ რამიშვილი არც მტკიცებულებების ფალსიფიცირებას არ გამორიცხავს.

ამ საქმეში უამრავი ადამიანი იქნება, რომლებიც იქნებიან მოწმეები და გამოძიებას მიაწვდიან ინფორმაციას, გამოძიების ნდობა არ შეიძლება. ამის გარდა, უამრავი სქრინი არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარს აშანტაჟებდნენ, ამბობს მიხეილ რამიშვილი. 

ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, დეა კაპანაძე თამარს საიდუმლო ვიდეოს გასაჯაროებით ემუქრებოდა.

"მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე... წავშლი შენ სმს-ესებს არ მინდა გაიგონ რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო" - ეს არის გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდაადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, ის სარჩელს დაურთო და გამოძიების დაწყება მოითხოვა, მისი თქმით, როგორც ჩანს სამართალდამცავი სტრუქტურები ფაქტით დაინტერესდნენ, მოიძიეს პირი, საქმის ერთ ერთი მოწმე, მივიდნენ მასთან სალხში დააშანტაჟს და დაემუქრნენ. 

ამის შემდეგ უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მასალები "არ შეესაბამება რეალობას" და რომ " მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს". 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. 

ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი