ქართული ოცნების რეპრესიული კანონპროექტების შეფასება ვენეციის კომისიამ დაიწყო. კომისია „ტვიტერის“ გვერდზე წერს რომ პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით, მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიმართა.
ოპოზიციაში ფიქრობენ რომ ქართული ოცნების მხრიდან ეს ნაბიჯი ფასადური იყო. ხელისუფლების ოპონენტების ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდის შანტაჟი არ მუშაობს და მათ უკან დახევა მოუწევთ.
"ახლა მიხვდნენ, რომ ამ კანონპროექტის კანონად ქცევა არ გამოუვათ და ამიტომაც მიმართეს ვენეციის კომისიას, კომისიის დასკვნის შემდეგ კი არ მიიღებენ კანონპროექტს და იტყვიან, აი, ვენეციის კომისიის აზრი გავითვალისწინეთო", - აცხადებენ ოპოზიციაში.
პარტიების დაფინანსების შეწყვეტა და რეგისტრაციის გაუქმება, - ეს ის ორი სადამსჯელო კანონპროექტია, რომელიც ოცნებამ ერთპარტიულ პარლამენტში მას შემდეგ წარადგინა, რაც ოპოზიციამ გაყალბებული არჩევნების გამო პარლამენტში შესვლაზე და მანდატების მიღებაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:
კანონპროექტი ერთპარტიული პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო და მისი შედგომი განხილვა შეაჩერა.