
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირი თავის მიწისქვეშა ურნებით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმსა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება და განვითარება. თავისი მიწისქვეშა ურნებით, აბა რა, ის მოგწონდათ და ის მოსწონდა ხალხს, ვირთხები, თაგვები, სუნი, ვიზუალურ მხარეზე საერთოდ არ ვსაუბრობ. აბა კითხეთ ვაკეში მცხოვრებ ადამიანებს მოსწონთ თუ არა. მაგრამ თქვენ, კონკრეტულად მხედველობაში მაქვს ოპონენტები, სამარცხვინო ტელევიზიები, რომლებიც ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ხართ დაკავებული, რომ ყველაფერი კარგი ცუდად გინდათ წარმოაჩინოთ, მშენებლობა ნგრევად, დახმარება არა დახმარებათ, მაგრამ, ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში", - თქვა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიწისქვეშა ურნებთან დაკავშირებით, რომელთაგან თითოს ფასი დაახლოებით 31 000 ლარია, მერიის ყოფილმა თანამშრომელმა და ამჟამად დეპუტატმა, მაია ბითაძემ თქვა, რომ ისინი ე.წ. სმარტ ურნებია. მისი თქმით, მოსახლეობის შესაბამისი ტექნოლოგიის აღჭურვის შემთხვევაში ურნას შეეძლება ამოიცნოს ვინ ყრის ნაგავს.