სამოქალაქო პროტესტმა სამეგრელოში გადაინაცვლა. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის სახლის წინ კარავი გაშალეს და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. კარვის გაშლას წინ უძღოდა მცირე ინციდენტიც.

"ვინც გააყალბა არჩევნები, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ეს არის მერი დ გუბერნატორი, - უნდა შეიქმნას იმის პრეცენდენტი, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ აიძულოს ხელისუფლება, წავიდეს დათმობაზე"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტები ზუგდიდში ჩავიდნენ. ისინი აქციების ჩატარებას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავენ.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი