ამ წუთებში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, პირველ ლედისთან, მელანიასთან ერთად, თეთრ სახლს, პრეზიდენტის ამპლუაში, უკანასკნელად ტოვებს.
ტრამპი ინაუგურაციას არ დაესწრება - ოჯახთან ერთად ჯერ მერილენდში, ენდრიუს სამხედრო ბაზაზე გაემგზავრება, შემდეგ კი ფლორიდაში; თუმცა ცერემონიაზე ვიხილავთ მის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს.
ცნობისთვის, აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, უკვე ვაშინგტონშია და ინაუგურაციისთვის ემზადება.