აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე ვაშინგტონშია და ინაუგურაციისთვის ემზადება.
აშშ–ის 46–ე პრეზიდენტისთვის, პირველივე დღე საკმაოდ დატვირთული იქნება. დონალდ ტრამპმა კი პრეზიდენტობის ბოლო დღე მისი მოკავშირეების შეწყალებებით დაასრულა, მან ჯამში 73 პირი შეიწყალა. "დიდი შეწყალების" ფარგლებში ბრალდება შემსუბუქებულთა სიაში არიან რუსეთთან კავშირში ბრალდებულებიც.
დღეს ჯო ბაიდენმა და ვიცე–პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ფიცი კაპიტოლიუმის შენობასთან უნდა დადონ. ვაშინგტონში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.
ინაუგურაციას 1000–ზე მეტი სტუმარი დაესწრება, პანდემიისა და კაპიტოლუმის შტურმის შემდეგ გაჩენილი საფრთხის გამო, ინაუგურაცია მასშტაბური არ იქნება.
ინაუგურაციას დაესწრებიან, ყოფილი პრეზიდენტები და პირველი ლედები: ბარაკ და მიშელ ობამები, ბილ და ჰილარი კლინტონები, ჯორჯ და ლორა ბუშები.
დონალდ ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებაზე კვლავ უარს ამბობს და ოჯახთან ერთად ფლორიდაში მიემგზავრება.
გავაკეთეთ ის რისთვისაც მოვედით და გაცილებით მეტიც - ტრამპის გამოსამშვიდობებელი სიტყვა
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდის წევრმა, სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა ენტონი ბლინკენმა ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოზე ისაუბრა. – "პირიქით, სენატორო"-ბლინკენმა ახსნა, რატომ ვერ იქნება რუსეთი აგრესიული ნატოს წევრი საქართველოს მიმართ