გადარჩენის შანსი უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანაა - ვისი პასუხისმგებლობაა გელათი

გამოქვეყნდა:

გელათში მიმდინარე საკითხებზე გამომძიებელი ჟურნალისტები ერთადერთ პასუხიმსგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. 

"პროქტებშია საწყისი პრობლემა, არ იყო ზედმიწევნით გათვლილი. ამასთან, პროექტი არ იყო შეთანხმებული საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წინა პერიოდზე გადაბრალება ვერ გამოვა, რადგან 2014 წლიდან დაწყებული პროექტია", - ამბობს "აი ფაქტის" დამფუძნებელი, ნინო ბაქრაძე.

თავის მხრივ, რესტავრატორები ფიქრობენ, რომ გამოსავალი ქვეყანაში უცხოელი სპეცალისტების მოწვევაა. 

"კომპანიის და ყველა იმ ადამიანის ბრალია, ვინც დაკავშირებულია მასთან. თუნდაც პირველად რაც აღმოვაჩინეთ, რომ კრამიტი უხარისხო იყო. როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ სახელები იცვლება, თორემ ყველა კომპანია ერთი და იგივეა. გელათის გადარჩენის შანსი არის, რომ სასწრაფოდ ჩაერთონ უცხოელი სპეციალისტები. ამათი ნდობა არ შეიძლება", - ამბობს რესტავრატორი, ზვიად ნადირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, რათა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა და ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება არაპროფესიონალურად ჩატარებულ რესტავრაციულ სამუშაოებში, რის გამოც მე-12 საუკუნის ძეგლი ნადგურდება. 

მძიმე ვითარებას ვერ უშველა ვერც სახელდახელოდ მოწყობილმა გადახურვმა, რომელიც მცირე თოვლის მოსვლის შემდეგ ორი დღის წინ ჩაინგრა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, ამის მიზეზი  ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომები იყო. 

მათივე განცხადებით,  გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს. წინა ორი კომპანია კი, ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო დაჯარიმდა.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი