გელათში მიმდინარე პროცესებზე, ძეგლთა დაცვის სააგენტო პასუხისმგებლობას სარემონტო კომპანიებს აკისრებს და ასევე, ამბობს რომ თავადაც შესაძლოა არასათანადო ქმედებები ჰქონდათ.
"სრული პასუხისმგებლობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეკისრება შემსრულებელ კომპანიას, ორივეს, რომელზეც გაიცა სანებართვო პირობების სახით, გამოსასწორებელ ქმედებებზე დროებითი გადახურვების მოწყობის თვალსაზრისით ნებართვა, ეს გახლავთ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და კომპანია "იკორთა – 2007", მონიტორინგის ასპექტში სააგენტოს ქონდა არასათანადო ქმედებები და ამ კუთხით შეიძლება კრიტიკა იყოს ნამდვილად ობიექტური. თუ გამოძიება ამ საკითხს დააყენებს, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ" , – ამბობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე
გელათის საკითხს სახალხო დამცველიც შეისწავლის, გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიებაც.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ თვალსაზრისით უფლებების დაცვის ზედამხედველობა არის ჩვენი მანდატი, ამ საკითხით დავინტერესდით, ვართ ინფორმაციის გამოთხოვისა და შესწავლის პროცესში, შემდეგ კი დავგეგმავთ ნაბიჯებს, ჩვენი მანდატის ფარგლებში რა შეიძლება გავაკეთოთ", – თქვა ნინო ლომჯარიამ
ამავე თემაზე:
ავტორი: დეა მამისეიშვილი