
ჯო ბაიდენი, ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტის ამპლუაში პირველად გამოვიდა სიტყვით:
"ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - დემოკრატიის დღე, რომელიც ჩაიწერება ისტორიაში, როგორც იმედის დღე. რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია ვთქვათ, რომ აშშ დიდი გამოწვევის წინაშე იდგა და ახლა აღვნიშნავთ ტრიუმფს - არა კანდიდატის, არამედ მიზნის. ადამიანების ხმა გაჟღერდა, მსოფლიო გახდა მომსწრე, რომ ამერიკისთვის დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამასთან, ძალიან მსხვრევადია... ამერიკის მიწაზე ჩვენ მოვესწარით თავდასხმას კაპიტოლიუმზე, თუმცა გავერთიანდით და გავუმკლავდით გამოწვევას. მშვიდობიანად გადმომეცა ძალაუფლება, ეს არის ამერიკული გზა, ჩვენ ძლიერები ვართ, მიზანია, ვაჩვენოთ ყველას, რომ შეგვიძლია წინსვლა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს. ვიცი, რომ ჩვენი კონსტიტუცია და ქვეყანა ძალიან ძლიერია... მე ახლა დავდე წმინდა ფიცი, მზად ვარ, ამერიკას ვემსახურო", - ამბობს ბაიდენი.
გარდა ამისა, ბაიდენმა ეპიდემიასა და მის ზარალზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ჩვენ ამას დავძვლევთ, პლანეტა უნდა გადარჩეს".
"ჩემი პირველი თხოვნა პრეზიდენტუს რანგში შემდეგია - შემომერთდით და ერთად მივაგოთ პატივი, ვინც პანდემიის გამო გასულ წელს დავკარგეთ", - თქვა პრეზიდენტმა.
აქვე იხილეთ: