ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა - ინაუგურაცია 2021

გამოქვეყნდა:
განახლდა:

რამდენიმე საათი წინ, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის ამპლუაში თეთრი სახლი დატოვა - აშშ-ში ინაუგურაციის დღე დაიწყო. შტატების 46-ე და ახალი პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი ხდება, რომელიც უკვე ვაშინგტონშია და ცერემონიისთვის ემზადება. 

ამ წუთებში კონგრესის შენობაში, კაპიტოლიმში, უკვე მივიდნენ ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი. 

ინაუგურაცუაზე სახელმწიფო ჰიმნს პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა შეასრულებს, რომელიც ადგილზე კამერებმა ახლახანს დააფიქსირეს. 

ამასთან, უკვე ვიცით, რომ ცერემონიის წამყვანი ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ტომ ჰენქსი, იქნება. ინაუგურაცია 90 წუთი გაგრძელდება, მის სახელწოდებად კი “Celebrating America” შეირჩა.

მასში მონაწილეობას მიიღებენ ჯონ ბოვი, ჯასთინ თიმბერლეიქი, დემი ლოვატო, ჯენიფერ ლოპესი, ჯონ ლეჯენდი და სხვა ვარსკვლავები.

ლოპესი Instagram-ზე ვიდეოსაც ავრცელებს, თუ როგორ ატარებს დროს ვაშინგტონში. 

აშშ-ის ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ვაშინგტონში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

ინაუგურაციას დაესწრებიან ყოფილი პრეზიდენტები და პირველი ლედები: ბარაკ და მიშელ ობამები, ბილ და ჰილარი კლინტონები, ჯორჯ და ლორა ბუშები.

200 000 დროშა ხალხის ნაცვლად - სტუმრების რაოდენობა 1 000-ზე მეტი იქნება, რაც მინიმალური რაოდენობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი