ელისაშვილს თავისი გზა აქვს... - ოპოზიცია "ყველა, მინუს ელისაშვილი" ფორმატზე შეჯერდა

გამოქვეყნდა:

"ყველას მინუს ელისაშვილი" - ოპოზიცია, კონსულტაციებს ალეკო ელისაშვილის გარეშე იწყებს. უახლოეს დღეებში, ოპოზიციური პარტიები, სამოქმედო გეგმის დეტალებზე მსჯელობას, ერთიან ფორმატში გეგმავენ, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრაზე არ მიიწვევენ პარტია "მოქალაქეების" ლიდერს.  

"ოპოზიციის მთავარი გეგმა არის ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში და ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა უკავშირდება ამ ამოცანას. ოპოზიციამ უკვე გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ პროცესისათვის, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე და ოპოზიციის გარეშე ერთპარტიული პარლამენტი ქართული ოცნების გაცილებით უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ის, რომ ჩვენ პარლამენტში შიგნით ვიყოთ წარმოდგენილი და მეორე ამ პროცესის პარლამენტს გარე პროცესები, რომელიც დაიგემება ერთობლივად, ჩვენ უკვე დავიწყებთ ძალიან აქტიურ შეხვედრებს და დავგეგმავთ მთელ გაზაფხულს", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ზაალ უდუმაშვილი

"ერთიანი ოპოზიციური პლატფორმა აქტუალურია. მოლაპარაკებები მიდის პარტიებს შორის ჩვენ მომართული ვართ იმაზე, რომ ერთიანი პოზიცია იქნას შემუშავებული. რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის გეგმებს, ის ოპოზიციის გეგმებში აქტუალური აღარ არის", - ამბობს ევროპული საქართველოს "წევრი, ვახტანგ კალოიანი 

"ალეკო ელისაშვილს თავისი გზა აქვს, ამაზე აღარ გავაკეთებთ კომენტარებს... მას თავისი გზა აქვს, ჩვენ - ჩვენი და როგორც ჩანს ეს გზები არ იკვეთება ერთმანეთში. ამ საკითხზე აღარ ვითანამშრომლებთ, მორჩა, გაირკვა პოზიციები, ოპოზიცია ვთანამშრომლობთ კონკრეტულ საკითხებზე", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე

აქვე გეტყვით, რომ ოპოზიცია აპირებს პორცესები გააქტიურდეს და მათ თებერვლიდან ქუჩაში გადაინაცვლონ.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი