ელისაშვილის განცხადებები ჩვენს ერთობას ვერ დააზიანებს - ოპოზიცია ერთიან ფორმატში კიდევ ერთხელ შეიკრიბება

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია თებერვლიდან აქტიურ რეჟიმზე გაგადის, ერთიანი ფორმატით კიდევ ერთხელ შეიკრიბება და აცხადებს, რომ ელისაშვილისა და სხვების განცხადებები და ქმედებები ოპოზიციის ერთობას ვერ დააზიანებს. 

"ეს კინკლაობა არის იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" გაერთოს, ჩვენს გეგმებში თებერვლიდან გააქტიურება და სხვადასხვა მოქმედებების ორგანიზებაა, მათ შორის, იქნება ქუჩის აქციები. ცალკეული ადამიანების პარლამენტში შესვლა არაფერს წყვეტს, აგერ, შევიდა ფრიდონ ინჯია რამენიმე კაცით, რამე შეიცვალა?", - აცხადებენ ოპოზიციაში. 

ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში ქუჩის აქციები შედის, ამის გარდა, სხვა სიტუაციებიც განიხილება, მაგალითად, ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი იმ შემთხვევისთვის, თუკი ხელისუფლება დათმობაზე არ წავა. 

შეგახსენებთ, რუს\თავი2-ის პირდაპირ ეთერში "ლელოს"ლიდერს მამუკა ხაზარაძეს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი დაუპირისპირდა. 

დღეს მამუკა ხაზარაძემ "ფეისბუქზე" სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც ცნობილ ფრთიან ფრაზას "პოლიტიკა ბინძური სამეა" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა საქმე ბინძურია, რომელიც ჭუჭყიანი ხელებით კეთდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი