"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მათ ოპოზიციასთან მოლაპარაკებაც და კინკლაობაც დაასრულეს და ახლა საჯაროად შეხვედრას "ქართულ ოცნებას" სთავაზობს. ამ თემაზე მან პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
"ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო "ქართულ ოცნებას" - ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად", - წერს ალეკო ელისაშვილი.
ელისაშვილმა ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა, რომ იმაზე საუბარი, რომ საიდანმე გარიცხეს ღიმილისმომგვრელია, რადგან ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ, რომ გაგვრიცხონ.