ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია - გია ვოლსკი

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილი, ოპოზიციასთან ურთიერთობას წვეტს და "ქართული ოცნებასთან" საჯარო დიალოგს იწყებს. ეს განცხადება პარტია მოქლაქეების ლიდერმა, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

"ჩვენ დავასრულეთ გაუთავებელი კინკლაობა ოპოზიციასთან...ჩვენ მივმართავთ ქართულ ოცნებას ღიად, საჯაროდ ოფიციალურად ჩვენი პარტია"მოქალაქეები" და გვაინტერესებს ისინი არიან თუ არა მზად შევხვდეთ საჯაროდ, ჩვენ ხალხთან დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვაინტერესებს ისინი, კიდევ არიან თანახმა თუ არა, რომ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმ ოთხ საკითხზე, რომელიც დევს მოლაპარაკების მაგიდაზე. ამ ოთ პუნქტზე თუ ისინი მზად არიან სერიოზულად ვიმსჯელოთ,ჩ ვენ ვართ მზად ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვდეთ საჯაროდ ", - ამბობს ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერის ამ პოზიციას "ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკმა სახელმწიფოებრივი უწოდა. 

"ჩვენ მზად ვართ არა თუ ალეკო ელისაშვილის, ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ, ეს არის მთავარი თემა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არ ჩატარებულა ისეთი დარღვევების ფონზე, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მის შედეგებზე. მე ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია და უპირისპირდება იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია არამარტო სააკაშვილის, არამედ გააჩნია საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც დესტაბილიზაცია მიაჩნია თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად საქართველოში", - ამბობს გია ვოლსკი

რაც შეება "გირჩს" პარტიის წარმოამდგენელი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში არ შევლენ მანამ სანამ არ დაკომპექტდება "ნამდვილი პარლამენტი". 

"გაუგებრად ემოციური აღქმა იყო ზოგადად შეხვედრების. ამიტომ ჩვენ არსად არ გვეჩქარება, ალბათ ემოციები უნდა ჩაცხრეს. აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი კოლეგებისგან ჩვენ არ გვაქვს უარი მიღებული დისკუსიებზე და შეხვედრებზე. შეხვედრა გაგრძელდება... თუ იქნება ოპოზიციური შეხვედრა სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულ პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც ვაკეთებდით მანამდე. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ შევალთ პარლამენტში, როდესაც ეს იქნება ნამდვილი პარლამენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია; ჩვენი კოლეგები ლელოდან, სტრატეგია აღმაშენებლიდან", - ამბობს "გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ალეკო ელოსაშვილის ეს განცახდება მოულოდნელი არ არის ოპოზიისთვის და ამბობენ, რომ ელისაშვილი და მისი თანაგუნდელები "ოცნების" თამაშსს ღიად თამაშობენ. 

აქვე, ოპოზიცია, კონსულტაციებს ალეკო ელისაშვილის გარეშე იწყებს. უახლოეს დღეებში, ოპოზიციური პარტიები, სამოქმედო გეგმის დეტალებზე მსჯელობას, ერთიან ფორმატში გეგმავენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი