არ მგონია, რომ ცალკეულ დეპუტატებთან "ქართული ოცნება" კომუნიკაციაში უნდა შევიდეს - მაია ცქიტიშვილი

გამოქვეყნდა:

დღეს, გიორგი გახარიას მიერ ვიცეპრემიერად დანიშნული მაია ცქიტიშვილი ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის მოლაპარაკებებისა და ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლა - არ შესვლის საკითხს ეხმაურება.

ცქიტიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური დიალოგი უნდა გაგრძელდეს, თუმცა, მისი თქმითვე "ცალკეულ დეპუტატებთან "ოცნების" დიალოგი არ იქნება სწორი ფორმა".

"ალეკო ელისაშვილს აქვს სრული უფლება შევიდეს პარლამენტში... ჩვენ დიალოგის ფარგლებში არ განვიხილავთ პოლიტპატიმრების საკითხს, ვამბობთ რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს. დიალოგის ფარგლებში რეალური პრობლემების გადაჭრაზე უნდა ვისაუბროთ, ერთერთი ინიციატივა "ოცნების" მხრიდან იყო საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ასეთ ცალკეულ ინიციატივებზე, ცალკეულ დეპუტატებთან "ქართული ოცნების" დიალოგი ალბათ არ იქნება სწორი ფორმა. იმედი მაქვს, დანარჩენ ოპოზიციასთან დიალოგის მეხუთე რაუნდიც შედგება. არ მგონია, რომ ცალკეულ დეპუტატებთან "ქართული ოცნება" როგორც პარტია, უნდა შევიდეს ამა თუ იმ კომუნიკაციაში, პოლიტიკური დიალოგი უნდა გაგრძელდეს" – ამბობს ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტებთან

ელისაშვილი "ქართულ ოცნებას": მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი